logo
ENG



ზავის პირველი დღე ახლო აღმოსავლეთში | ფორმულა ისრაელიდან

21 მაი 202112:41
3 წუთის საკითხავი
 

ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას აღნიშნავენ. ისრაელსა და ჰამასს შორის ზავი ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე ამოქმედდა. ორმხრივი  შეთანხმების  მიღწევა ეგვიპტის შუამავლობით მოხდა. თუმცა დაბომბვები, როგროც ისრაელის არმიის, ასევე ჰამასის მხრიდან , ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლამდე გრძელდებოდა. დაჯგუფება ჰამასის ლიდერების განცხადებით, შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, ისინი საბრძოლო მზადყოფნაში დარჩებიან.  11 დღიან კონფლიქტს პალესტინის მხარეს  232, ისრაელის მხარეს კი 12 ადამიანი ემსხვერპლა. უახლოეს დღეებში რეგიონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავა.


close დახურვა